მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბიტანეთში სამ დღეში ერთხელ ერთი ქალი ხდება მამაკაცის მსხვერპლი

დიდ ბიტანეთში სამ დღეში ერთხელ ერთი ქალი ხდება მამაკაცის მსხვერპლი

მარტში დიდ ბრიტანეთში 33 წლის სარა ევერარდის გატაცებასა და მკვლელობას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მღელვარება ამ დრომდე არ იკლებს. სარა ევერარდის მკვლელობამ ეჭვქვეშ დააყენა ბრიტანელი ქალების უსაფრთხოება და მათი დაცულობა. ქალთა უფლებათა დამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბიტანეთში სამ დღეში ერთხელ ერთი ქალი ხდება მამაკაცის მსხვერპლი.

ვინც კი სამხრეთი ლონდონის პარკში მოხვდება, შუეძლებელია, სარას სიკვდილზე არ იფიქროს.33 წლის ქალის ადგილას შესაძლოა ნებისმიერის და ან დედა აღმოჩენილიყო.მის გარდაცვალებას საზოგადოებაში დისკუსია მოჰყვა, თუ რამდენად დაცულია  ქალების უსაფრთხოება.

„ხალხი აღშფოთებულია. ყველა ამ შემთხვევის შესახებ ლაპარაკობს. ამ თემაზე საუბრობენ ყველგან და ყოველთვის – სადილის დროს, შვილებთან. შეცვლილია მათი დამოკიდებულებაც და ხშირად ეკითხებიან ერთმანეთს – თავს უხერხულად ხომ არ გრძნობ, ეს ჩემი ბრალი ხომ არაა?“ – ამბობს კამპანიის ორგანიზატორი ჯეიმი კლინგერი.

ქალები ახლა ისე, როგორც არასდროს, იცავენ უსაფრთხოების ზომებს. სხვა მოკლული ქალების ოჯახის წევრებმა კი გვითხრეს, რომ ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არასდროს ქრება.

კამპანიის ორგანიზატორებმა ფემიციდის შესახებ ჩაატარეს კვლევა.  კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ყოველ სამ დღეში ერთხელ ქალს მამაკაცი კლავს.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ მამაკაცები ქალებზე ძალადობენ, ეს კი ზოგიერთ შემთხვევაში ტრაგიკულად სრულდება. ახლახან სარა ევერარის მკვლელობას დიდ ბრიტანეთში დიდი და სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა. მაგრამ სინამდვილეში, იგი უბრალოდ ერთ-ერთი მათგანია, ვფიქრობ, რომ დანარჩენ შემთხვევებზეც ასეთივე მწვავე რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას“, – განაცხადა ორგანიზატორმა კარენ ინგალა სმიტმა.

სარას გარდაცვალებას ბევრი გამოეხმაურა. ეს ბილბორდები კამპანიის ნაწილია, რომელიც მამაკაცებს აფრთხილებს, რომ მათი ქცევა, თუნდაც უნებლიე, ქალს საფრთხის ქვეშ აყენებს.

„მე, როგორც ქალი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი ვიყავი. განსაკუთრებით კი ადრეულ ასაკში. ძალიან მინდა, რომ ბიჭებმა გაიგონ, თუ რა საშინელი გამოცდილებაა ეს. არსებობს შვიდი მარტივი წესი, რომლებიც მამაკაცებმა უნდა დაიცნვან, რათა ქალებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ეს მარტივია, მაგალითად, არ შეიძლება, ქალს აედევნო. ამაში ისეთი არაფერია, რომ ვერავინ შეძლოს“, – ამბობს გზამკვლევის შემქმნელი კამილა გურგელი.

სარას ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ყველასგან თავი შორს დაეჭირა. ბევრმა ისინი გააკრიტიკა კიდეც  ქალიშვილის გარდაცვალების ფაქტის პოლიტიზირებისათვის. უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სარა გაქრა. ორ კვირაში კი დადასტურდა, რომ იგი მოკლეს. მის მემორიალზე მწუხარებასა და სოლიდარობას მუდმივად გამოხატავენ, ეს კი იმის მანიშნებელია, თუ რამდენმა ადამიანმა განიცადა სარას ამბავი და რამდენად მძიმე პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend