მთავარი საქართველო ურჩევნიათ თუ არა ახალგაზრდებს მშობლებთან ცხოვრებას მარტო გადასვლა

ურჩევნიათ თუ არა ახალგაზრდებს მშობლებთან ცხოვრებას მარტო გადასვლა

სახლში, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანისთვისაა, დილით საუზმეც ერთისთვის მზადდება და ყველა ნივთი ერთს ეკუთვნის 24 წლის ანანო თოთიაურის არის, ანანო 1 წელია მარტო ცხოვრობს. ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრების გდაწყვეტილება სტუდენტობისას მიიღო, ამბობს, რომ სწავლაისას მარტოობა უფრო მოსახერხებელი იყო.

„ყველაზე კარგი ისაა, რომ იცი არავის არ აწუხებ, შენთვის ხარ შენს სივრცეში, შეგიძლია განამრტოვდე და ის აკეთო რაც გინდა. ჩემი ოჯახის დამსახურებაა ის რომ მარტო ვცხოვორობ, ძალიან შემიწყეს ხელი მარტო გადმოვსულიყავი“, – ამბობს ანანო.

თუმცა დამოუკიდებელ ცხოვრებასაც აქვს თავისი სირთულეები.


„ყოფილა შემთხვევები, როცა სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი, თუმცა პანდემია რომ დაიწყო ძალიან გამიჭირდა, ამიტომ ოჯახთან დავბრუნდი“,-იხსენებს ანანო.

თაკო გოგალაძეც 24 წლისაა, თუმცა ანანოსგან განსხვავებით მშობლების სახლში უმცროს და-ძმასთან ცხოვრობს. თაკოს აზრით, უკვე დიდი ხანია დამოუკიდებელია და ოჯახთან ერთად ცხოვრების სულ სხვა მიზეზი აქვს:

„1 წლის პატარა და მყავს, ჩვენს შორის 13 წელია სხვაობა, ამიტომ მასთან ურთიერთობაში ყოველთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომაც ვრჩები მშობლებთან. 3 წელია ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ არასდროს მიფიქრია რომელიმე დღე მათ გარეშე უნდა გამეტარებინა“, -ამბობს თაკო.

შესაძლოა თაკოს არ სურს ოჯახის გარეშე ცხოვრება, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს არც მშობლებს აქვთ მისი გაშვების სურვილი.

„როცა იმაზე ვსაუბრობთ, რომ თუნდაც უცხოეთში შეიძლება მოგიწიოს წასვლა, დედას მაინც დედური ეგოიზმი აქვს და ამბობს: როგორ გავუშვა ჩემი შვილები“,-ყვება თაკო გოგალაძე.

როგორც ჩანს იმისთვის, რომ ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს, რამდენიმე სირთულე უნდა დაძლიოს, იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი და ოჯახისა და საზოგადოების  მხარდაჭერა ჰქონდეს.

კვლევითი ორგანიზაცია „გამა რესერჩის“ სოციოლოგი თამუნა ცინაძე ამბობს, რომ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 31 პროცენტისათვის ხშირად მიუღებელია,  რომ ახალგაზრდა ოჯახს მოწყდეს.

„თუკი ახალგაზრდა ერთი ქალაქიდან მეორეში მარტო საცხოვრებლად იმის გამო გადადის, რომ განათლება მიიღოს ამას საზოგადოება ლეგიტიმურ ქმედებად აღიქვამს, მაგრამ თუ ეს ერთ ქალაქში ხდება, ანუ თუ x ქალაქში ცხოვრობთ და ისევ ამ x ქალაქში გსურთ გადასვლა მარტო, ჩნდება კითხვები: რამ განაპირობა ეს? რაიმე პრობლემა ხომ არ იყო ოჯახში? რამდენად შეძლებს ახალგაზრდა მარტო იცხოვროს? რამდენას „სწორად“ იცხოვრებს ის?”,-ამბობს სოციოლოგი თამუნა ცინაძე.

ეკონომისტების შეფასებით, იმისთვის რომ ახალგაზრდამ მარტო ცხოვრება შეძლოს დასაქმების პერსპექტივა უნდა ჰქონდეს.

„არიან ოჯახები, რომლებიც ცდილობენ რომ სტუდენტი შვილები უფრო მეტად „მოიბან“ და  დამოკიდებულება ოჯახზე უფრო გაამძაფრონ, თუმცა ეს ყველაფერი ნელ-ნელა იცვლება. მეორე ნაწილია ეკონომიკური პრობლემებია, სამწუხაროდ შრომის ბაზარი არ არის  ისე მოწყობილი, რომ სეგმენტურად სტუდენტებზე იყოს მორგებული და მათ შეძლონ სწავლაც, მუშაობაც და პირად ცხოვრებასაც დაუთმონ დრო“,- ამბობს ეკონომისტი დათო კიკვიძე

დამოუკიდებლად ცხოვრება, ახლაგაზრდებისთვის ხშირად რთულია. ზოგს მიაჩნია, რომ გაუმართლა, თუკი საღამოების მარტო გატარება შეუძლია.  ზოგი ფიქრობს რომ საყვარელ ადამიანებთან გატარებული ყოველი დღე საჩუქარია და ამაზე უარს ვერ იტყვის, მაგრამ ყველამ იცის ადრე თუ გვიან საკუთარი ცხოვრებას მარტო უნდა გაუძღვეს.

 

უახლესი

სხვა ამბები