მთავარიევროპაუკრაინაომის საფრთხე უკრაინაში

ომის საფრთხე უკრაინაში

უკრაინა ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა, მისი მოსახლეობა თითქმის 50 მილიონს აღწევს. 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელსაც ხელს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია და დიდი ბრიტანეთი აწერდნენ ხელს, უკრაინის ტერიტორიიდან ბირთვული შეიარაღების გატანის სანაცვლოდ, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიას იძლეოდა.

რუსული საგარეო პოლიტიკური ტრადიციების სრული დაცვით, მოსკოვმა ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, დაარღვია და საქართველოს შემდეგ უკვე ომი უკრაინაში დაიწყო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული დაძაბულობით და არ გამორიცხავს მეორე ომის დაწყებას.

უკრაინელმა ერმა კარგად იცის რუსული იმპერიალიზმის ფასი, იქნება ეს ჰოლოდომორი თუ დონბასისა და ლუჰანსკის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია. ამ საკითხზე ევრონიუს ჯორჯია “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროს მკვლევარს, გიორგი კობერიძეს ესაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend