მთავარიკუბიფეისბუკს კომენტარების კონტროლის ახალი ფუნქცია ემატება

ფეისბუკს კომენტარების კონტროლის ახალი ფუნქცია ემატება

ფეისბუკის თითოეულ მომხმარებელს – პოლიტიკოსებს, ცნობილ ადამიანებს, კომპანიებსა თუ საინფორმაციო სააგენტოებს, ექნებათ უფლება, თავად განსაზღვროს, ვის შეუძლია კომენტარის დაწერა გამოქვეყნებულ სტატუსზე და ვის – არა.

ეს ფუნქცია ტვიტერის ფუნქციის მსგავსია. ტვიტერის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ შეამცირა იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ.

 
სტატუსის მენიუს  ემატება ფუნქცია, რომლის მიხედვით, მომხმარებელი თავადვე საზღვრავს, ვის შეუძლია კომენტარის გაკეთება გამოქვეყნებულ სტატუსზე.  თანხმობის შემთხვევაში იგი მონიშნავს მეგობრებს ან გვერდებს, რომლებსაც თავად იხსენიებს გამოქვეყნებულ პოსტში.

ფუნქციის გასააქტიურებლად ფეისბუკის უახლესი ვერსიაა აუცილებელი . მომხმარებელთა ნაწილი ამ ფუნქციას უკვე იყენებს, ნაწილი კი მას ეტაპობრივად მიიღებს.

ხშირად მომხმარებლის საჯარო სტატუსი ვირუსული ხდება  და თავისთავად ეძლევა ყველას საშუალება, გააკეთოს კომენტარი. ამის გაკონტროლებას კი სწორედ ამ ახალი ფუნქციით შეძლებენ.

ფეისბუკს კომენტარების კონტროლის

ფოტო: Controlling comments on your public Facebook post

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend