მთავარისაქართველოვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

რუსეთის პირველი არხის წამყვანის, ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. პოზნერი 31 მარტს თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად  მოსკოვიდან ჩამოვიდა. აქტივისტების თქმით, კაცი, რომელიც საქარველოს ტერიტორიეულ მთლიანობას არ აღიარებს, საქართველოში არ უნდა ჩამოვიდეს.

აქციის მონაწილეები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას აპროტესტებდენენ ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრის ჩამოსვლას. აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

„საქართველოს კანონმდებლობით, პირი რომელიც წარმოადგენს პრობლემას და აქვს გაკეთებული განცხადება, რომ აფხაზეთი არ წარმოადგენს საქართველოს, არ უნდა შემოუშვა შენს ტერიტორიაზე… მეორე კი, რაც აბსოლუტურად ცინიკურია, ისინი კომენდანტის სათის დროს პოლიციას ესკორტით მიჰყავს რესტორანში“, – ელენე ხოშტარია

„აქ ამ წუთას ილახება საქართველოს ღირსება. ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შემდეგ პოზნერმა და  მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო „ვინოტელი“ პოლიციიის დახმარებით დატოვეს. შრომის ინსპექციამ სასტუმრო, სადაც ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ვახშმობდა, კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, პოზნერი მეგობრებთან ერთად სასტუმრო „რუსმში“ გაჩერდა. საპროტესტო აქციამ კი ამ სასტუმროსთან გადაინაცვლა. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

„ეს არის ღირსების ამბავი. მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს, რათა იგივე აღარასდროს განმეორდეს“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. სამინისტროს ცნობით, პოზნერსა და მის სტუმრებს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კოვიდ პასპორტები და კორონავირუსის „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხები ჰქონდათ.

მწვავე პროტესტის გამო ვლადიმერ პოზნერმა თბილისი დაგეგმილზე ადრე დატოვა, მან სულ რამდენიმე საათი დაჰყო საქართველოში. აქციის მონაწილეები სტუმრებს აეროპორტამდე გაჰყვნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend