მთავარი საქართველო რა უჭირს ქართულ ბიზნესს

რა უჭირს ქართულ ბიზნესს

2020 წლამდე ქართული ბიზნესის მთავარი ამოცანა გაფართოება და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. მას შემდეგ, რაც მსოფლიო მოსახლეობა პანდემიის ტყვეობაში აღმოჩნდა, განვითარებადი საქართველოს რეალობაში, ბიზნესის მთავარი პრობლემა, უკვე არსებული სამუშაო პოზიციების შენარჩუნება გახდა.


უცხოური ინვესტიციების 56%-იანი კლება, ეკონომიკის 8,3%-იანი ვარდნა, ეროვნული ვალუტის მკვეთრი  გაუფასურება და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ბიუროკრატიული გადაწყვეტილებები, ბიზნესის მაკროეკონომკურ მაჩვენებლებზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება. ამ საკითხებზე სასაუბროდ, ბიზნესასოციაციების დამფუძნებლები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მივიდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესნებმა თქვეს, რომ მათ პრემიერისგან პოზიტიური დაპირებები მიიღეს.

“იყო დაახლოებით 10 პუნქტი, რომლის ქვეშაც წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, რას ვფიქრობდით თითოეულ თემასთან მიმართებით. ჩვენ ისეთ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რომელიც არ არის ასჯერ გადამოწმებული. დღეს ძირითადად ვიყავით მაკროეკონომისტები და გვინდოდა პროფესიონალურად განგვეხილა ეს საკითხები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია, აუცილებლად სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები. პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულს მიხედავს. გვექნება ერთობლივი შეხვედრები, ამით არ დამთავრდება. მოწადინებულები ვართ, რომ ბევრი შეხვედრა გაიმართოს, იმისათვის, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ეს არის ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ერთად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად“, – განაცხადა “საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოქნილი და ეფექტური გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე საუბრობს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესს კარგად და პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე უნდა მოუსმინოს.

“სასურველია ბიზნესმა და მთავრობამ ისე ითანამშრომლოს ერთმანეთთან, რომ ეს იყოს რეალური თანამშრომლობა. ბიზნესს სახელმწიფომ კიდევ რაიმე დამატებით არ უნდა მოთხოვოს. პირიქით, თავისი ბიუროკრატიული მიდგომები შეცვალოს და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს. მით უმეტეს ამ პირობებში, როდესაც საქართველოში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. სამწუხაროდ, ამას დასასრული არ უჩანს. ეკონომიკა მინუსშია, ლარი გაუფასურება სგანაგრძობს და პანდემია მძინვარებს. ვერც ვაქცინაცია ტარდება სათანადოდ. თუ იმუნიზაციის პროცესი არ დაჩქარდა, ისევ „ლოქდაუნების“ წინაშე დავდგებით და საბოლოოდ ეკონომიკას ვერ გავხსნით, რაც ბიზნესს კიდევ უფრო დაარტყამს“, – ამბობს არასაამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, ეკონომიკის ექსპერტი გიორგი კეპულაძე.

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების თქმით, კერძო სექტორსა და მთავრობას შორის აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება. ეკონომიკისა და ბიზნესის გაჯანსაღების საკითხზე, დეტალურად მსჯელობას მხარეები, ახლო მომავალში აპირებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

ქართულ ბიზნესსქართულ ბიზნესს
Send this to a friend