მთავარი გადაცემები კუბი ბავშვმა სტრატეგიული სარდლობის ანგარიშზე ტვიტი გამოაქვეყნა

ბავშვმა სტრატეგიული სარდლობის ანგარიშზე ტვიტი გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული სარდლობის ტვიტერის გვერდზე 28 მარტს ასოებისა და ციფრების გაურკვეველი წყობა გამოქვეყნდა, რამაც სოციალურ ქსელში დაბნეულობა გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილს მიაჩნდა, რომ სარდლობის ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს.

 

მალევე გაირკვა, რომ საეჭვო ტვიტის უკან სოციალური ქსელის ანგარიშის ადმინისტრატორის ოჯახის პატარა წევრი, ბავშვი იდგა, რომელმაც რამდენიმე წუთით უყურადღებოდ დატოვებული კომპიუტერით ისარგებლა.

ამერიკის სამხედრო სარდლობა 11 განყოფილებადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო იერარქიაში უმაღლეს რგოლს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული სარდლობა, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ თავდაცვაზეა პასუხისმგებელი. სწორედ მის დაქვემდებარებაშია ამერიკის ბირთვული, ელექტრონული, სარაკეტო არსენალი, სადაზვერვო სამსახური და კიბერშესაძლებლობები.

ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ სარდლობაში განაცხადეს, რომ ანგარიში არ გაუტეხავთ, შესაბამისად, არც საფრთხეა მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

სტრატეგიული სარდლობის ანგარიშზე ტვიტისტრატეგიული სარდლობის ანგარიშზე ტვიტი