მთავარიაზიასირიასირიას ევროკავშირი და აშშ 5 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან

სირიას ევროკავშირი და აშშ 5 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან

ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ათობით სხვა ქვეყანა სირიასა და მის მეზობელ ქვეყნებს 5 მილიარდამდე ევროთი დაეხმარებიან ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად. ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელშიც 50-ზე  მეტი ქვეყანა და ფინანსური ორგანიზაცია მონაწილეობდა, სირიაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, სირიელებმა თავიანთი მომავალი თვითონ უნდა აირჩიონ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად სირიის ხელისუფლება გარკვეულ ზომებს მიიღებს, ევროკავშირიც  მზად იქნება მის დასახმარებლად.

,, სირიის მომავალი არცერთ დაჯგუფებასა და საგარეო ძალას არ ეკუთვნის. სირიელებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ სირიისთვის და თუ სირიის რეჟიმი მიიღებს ზომებს ამ მიმართულებით, ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება“,- ჟოზეპ ბორელი – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

 

11 წლის წინ დაწყებული კრიზისი ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებისა და საკვები პროდუქტების გაძვირების მიზეზია. 10 ადამიანიდან ცხრა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელსაც მეამბოხეები იკავებენ, მოსახლეობის სამი მეოთხედისთვის საკვების მიღება დიდ სირთულეს წარმოადგენს. სირიაში მიმდინარე საომარ ქმედებებს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისის შედეგად სირიის უამრავი მოქალაქე დევნილად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend