მთავარი ამბები საქართველოს ეკონომიკა იანვარ-თებერვალში საშუალოდ 8,3%-ით დაეცა

საქართველოს ეკონომიკა იანვარ-თებერვალში საშუალოდ 8,3%-ით დაეცა

2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 31 მარტს განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია.

„2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და დამამუშავებელი მრეწველობა. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორებში. 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი შემცირდა -6.8%-ით. დაახლოებით -14% არის შემცირებული იმპორტის მოცულობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდა 3%-ით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 23%-ით იყო გაზრდილი“,-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

უახლესი

სხვა ამბები