მთავარი გადაცემები თავგადასავლები დუბაის მარგალიტის სავანე

დუბაის მარგალიტის სავანე

7000 წლის წინ დუბაის  უდაბურ, მაგრამ თვალწარმტაც ადგილზე დასახლება  სულ რამდენიმე უშიშარმა ადამიანმა გაბედა. არავინ იცოდა, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლის ფსკერზე იდო საგანძური – სახელად მარგალიტი.

„ევრონიუსის“ კორესპონდენტი ევან ბერკი მარგალიტების საძიებლად დუბაიში ჩავიდა. მას დუბაის აკვატორიაში მარგალიტის მაძიბელთა ნავის მეპატრონემ მეიჯორ ალიმ უმასპინძლა, რომლის მამაც და ბაბუაც მარგალიტის ძიებით ირჩენდნენ თავს. მეჯორი მათ ტრადიციას აგრძელებს.

 
მეიჯორ ალი ალსუვაიდი, Emirates Marine Environmental Group-ის წარმომადგენელი:

„ჩემთვის ამ ტრადიციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვნია, რადგან მსურს, ის მომავალ თაობასაც გადავცე. მინდა, მათ იცოდნენ, რა რთული იყო ჩვენი მამა-პაპისთვის ეს საქმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა 20-30 მეტრის სიღრმეში გიწევს ჩაყვინთვა. ადრე დუბაიში 400 ნავი მისდევდა ამ საქმეს, მათ მყვინთავები სამი თვით გაჰყავდათ ზღვაში. აი, ასე შოულობდნენ ფულს და ასე არჩენდნენ ოჯახებს. ეს შემოსავლის მიღების ერთადერთი გზა იყო დუბაიში და ყველა მარგალიტს ეძებდა.

მეიჯორ ალიმ „ევრონიუსს“ მარგალიტის საძებნელად საჭირო მოწყობილობა აჩვენა და აუხსნა, როგორ გამოეყენებინა. ინსტრქუციის მირების შემდეგ, ევან ბერკმა ჩაყვინთა…გაუმართლა კიდეც… და სამი მშვენიერი მარგალიტი ამოიღო.

რა არის მარგალიტის მთავარი ღირსება? ამის პასუხი მეიჯრო ალიმ იცის:

მეიჯორ ალი ალსუვაიდი, Emirates Marine Environmental Group-ის წარმომადგენელი:

ზომა და ფერი…, ეს მარგალიტები ვარდისფერი და მსხვილია, ესე იგი ეს კარგი მარგალიტებია. ვარდისფერი საუკეთესოა. ასეთ მარგალიტს G1-ს ვუწოდებთ. მათ ფერისა და ზომის მიხედვით ვახარისხებთ. გვაქვს ე.წ. საცერი, რომელიც მსხვილ მარგალიტს იჭერს და წვრილი ცვივა დაბლა.“

მეიჯორ ალი ამბობს, რომ ძველად მარგალიტის მაძიებლები დღეში სამასჯერაც კი ყვინთავდნენ.

ავტორი :  ევან ბერკი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი