დუბაის ყავა

ყოველ დღე მსოფლიოში ორ მილიარდ ფინჯანზე მეტ ყავას მიირთმევენ, ამიტომ ყავის ბიზნესი ძალიან მომგებიანია. ეს სასმელი განსკუთრებით პოპულარულია დუბაიში.

მაინც როგორ უნდა მოვამზადოთ კარგი ყავა? ამის გასაგებად „ევრონიუსი“ კომპანია  Raw Coffee Company-ის ეწვია დუბაიში. ეს კომპანია მოხალულ ყავას ყიდის, თუმცა აქვს საკუთარი კაფე და ყავის მოდუღებასაც ასწავლის მსურველებს სპეციალურ კურსებზე. კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელი მატ თუგუდი ამბობს, რომ ყავის  მარცვლებს მთელი მსოფლიოდან მარაგდება.


მატ თუგუდი, RAW COFFEE COMPANY-ის მეპატრონე:

„ დიდი ნაწილი მოდის აზიიდან, აფრიკიდან, ძირითადად ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი აფრიკიდან, ასევე ცენტრალური და სამხრეთი ამერიკიდან. ეს ყავის მარცვალი ორივე ტროპიკული ზონიდან მოდის. გარდა ამისა, ვეძებთ მაღალმთიანი ადგილების მოსავალს, ზღვის დონიდან სულ მცირე 1000 მეტრზე გაშენებული ყავის პლანტაციებში მოსულ ყავას. აი, ასე ვიღებთ საუკეთესო ხარისხს.“

მატ თუგუდის  განმარტებით, ყავის მარცლების შესყიდვამდე კომპანიის წარმოამდგენლები პლანტაციის სანახავად ჩადიან.

„ პირველ რიგში, ყურადღებას ბავშვებს ვაქცევთ. ვაკვირდებით, რამდენად ჯანმრთელი და ბედნიერები არიან იქ ბავშვები. ეს არის უტყუარი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს, გემრიელია თუ არა მათი ყავა“, – ამბობს იგი.

RAW COFFEE COMPANY-ის ხელმძღვანელიის მიხედვით, კომპანია ძირითადად ორი სახეობის ყავას იყენებს. უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლის კატეგორიიდან საუკეთესოდ Arabica მიაჩნია, დაფასოებული ყავიდან კი  Robusta.

მატ თუგუდის გვიხსნის, რომ მოხალვას დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ყავის თითოეული მარცვალი ფლავონოიდების მთელ თაიგულს შეიცავს. ჩვენი მოსახალი აპარატი სწორედ ამ ფლავონოიდების გემოს გახსნას უწყობს ხელს. ასე მიიღება ნამდვილად მაღალი ხარისხის ყავა. წარმოიდგინე მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფმზარეული, რომელიც წუნდაუდებელ ინგრედიენტებს არჩევს იმისთვის, რომ შედევრი შექმნას. სწორედ ასე მოხალვის დროს ტემპერატურას ვათამაშებთ, რომ უფრო გავამძაფროთ რომელიმე სურნელი, ან პირიქით, მოვსპოთ ის სურნელი, რომელიც არ მოგვწონს“.

RAW COFFEE COMPANY სხვადასხვა  ხილის არომატებსაც იყენებს.  „ყავაში ყველა სურნელი შეგიძლია ჩართო, რაც კი სამზარეულოში მოგხვდება ხელთ“,- ამბობს მატი.

„როუ კოფის“ მსგავსი ყავის მხალავი კომპანიები დუბაის ყავახანებს ამარაგებენ. ყავახანა MOKHA 1450 უმაღლესი ხარისხის ყავის მწარმოებელ კომპანიებში ლიდერია. კომპანიის ხელმძღვანელი გარფილდ კერის მიხედვით, მისი კომპანია იშვიათ ყავას ყიდის.

გარფილდ კერი, MOKHA 1450-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადია ორი ყავა. ერთია Jamaica Blue Mountain  ბრენდის ყავა. ყავის ეს სახეობა უკვე რამდენიმე საუკუნეა, იყიდება და ძალიან მოთხოვნადია, განსაკუთრებით იაპონიაში, სადაც ამ ბრენდის ნაწარმის 80 პროცენტი  რამდენიმე წლის წინსწრებით აქვთ შესყიდული.  მეორე სახეობა Ethiopian geisha, ეს არის ყავის ხე, რომლიდანაც ცნობილი „პანამა გეიშა“ მიიღეს. ეს ყავა, როგორც წესი, აუქციონზე იყიდება.“

გარფილდ კერი თვლის, რომ ყავია არჩევა „გემოვნების საკითხია.

„ზოგს „ქემექსის“ აპარატი ურჩევნია, რადგან ძალიან სუფთა, დაბალანსებული გემოს მქონე ყავას ამზადებს. მაგრამ პირადად მე სიფონში დამზადებული ყავა მირჩევნია, რადგან მომზადების ლამაზი პროცესი აქვს და ძალიან გემრიელი ყავა მზადდება“, -ამბობს გარფილდ კერი.

ყავის მოყვანა მე-15 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე დაიწყეს.  ყავის  სმა დღესაც  არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს  მრავამილიარდიანი ბიზნესი  დუბაის წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.

ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი