მთავარი ევროპა რუსეთი არქტიკა და გეოპოლიტიკა

არქტიკა და გეოპოლიტიკა

კოსმოსურ ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანია “მაქსარ ტექნოლოგიების” გავრცელებული სატელიტური სურათები რუსეთის ფედერაციის სპეციალური ხომალდების არქტიკაში ჩატარებულ ბურღვით სამუშაოებს აღწერს.

გასულ კვირას ჩატარებული სამხედრო წვრთნების დროს რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავები ყინულის გაჭრას ცდილობდნენ, ეს წვრთნები ალექსანდრას მიწაზე ჩატარდა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციამ სამხედრო ბაზა ააშენა.


“მაქსარ ტექნოლოგიების” მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების მიერ ყინულის გაპობის სამი მაგალითი ჩანს, მათ შორის დელტა 6-ის ტიპის წყალქვეშა ატომური ნავი წყლის ზედაპირზეც ჩანს.

რუსეთის ფედერაცია აქტიურად ეწევა არქტიკის რეგიონში საკითარი სამხედრო ძალების აღმშენებლობას, არსებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონში დედამიწაზე არსებული გაზისა და ნავთობის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი მარაგების ერთი მეოთხედია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებით არქტიკის რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების საერთო ღირებულება 30 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

რუსული სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ნიკოლაი იევმენოვმა ვლადიმერ პუტინს სამი რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავის მიერ სამხედრო წვრთნების წარმატებით შესრულებული მანევრების შესახებ უპატაკა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით არქტიკის რეგიონში ჩატარებული სამხედრო წვრთნები მისი სახელმწიფოსათვის უპრეცენდენტოა, პრეზიდენტის თქმით ამ წვრთნებმა რუსული სამხედრო შეიარაღების მაღალი ხარისხი დაადასტურა.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის საერთაშორისო სამართლის დარღვევით ანექსიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო წვრთნების რაოდენობა გაზარდა.

უახლესი

სხვა ამბები