მთავარისაქართველოსაქართველოში ფაიზერის ვაქცინით აცრა დაიწყო

საქართველოში ფაიზერის ვაქცინით აცრა დაიწყო

30 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 500 დოზაა შემოტანილი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, 25 მარტიდან რეგისტრაციის გავლის საშუალება ჰქონდათ ვაქცინაციის მსურველ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.

ამ დროისთვის ფაიზერის ვაქცინაზე ადგილები სრულად შევსებულია. გაცილებით ნაკლები მოთხოვნაა ასტრაზენეკას ვაქცინაზე. ბოლო მონაცემებით, საქართელოს მასშტაბით ვაქცინის პირველი დოზა 4,924-მა მოქალაქემ გაიკეთა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend