მთავარი COVID-19 გამოქვეყნდება ჯანმოს ექსპერტთა დასკვნა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ

გამოქვეყნდება ჯანმოს ექსპერტთა დასკვნა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით დღეს,30 მარტს, გამოქვეყნდება. 124-გვერდიან დოკუმენტში არაერთი ვარაუდია განხილული იმის შესახებ, თუ საიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო ვირუსი, რომელმაც 15 თვის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ-ერთი ვარაუდით, ღამურებისგან „კოვიდ-19“-ით სხვა ცხოველები დაინფიცირდნენ, შემდეგ კი ადამიანებზე გავრცელდა.

ექსპერტებმა დაასახელს  ცხოველები, რომლებზეც შესაძლოა  ღამურებისგან გავრცელებულიყო ვირუსი. ჩამონათვალში არიან: წაულები, პანგოლები, კურდღლები და მაჩვები,  თუმცა, ანგარიშში წარმოდგენილი არ არის საბოლოო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ცხოველისგან ან როგორ გავრცელდა ვირუსი ადამიანებზე. ჯანმოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში გამოირიცხა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიაც.

გამოძიება, რომელიც ვირუსის აღმოჩენის პირველივე დღიდან დაიწყო, დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. პეკინის თეორიის მიხედვით, კორონავირუსი ჩინეთში არ გაჩენილა და გაყინული საკვებით შევიდა ქვეყანაში. ჯანმოს დასკვნაში ეს თეორია შეაფასეს, როგორც „შესაძლებელი“, თუმცა ნაკლებად სავარაუდო.

,, ჩვენ წავიკითხვათ ჩვენ მიერ  მომზადებულ მოხსენებას,  განვიხილავთ მის შინაარსსა და  წევრ ქვეყნებს შემდეგ ნაბიჯებს შევთავაზებთ. ყველა ჰიპოთეზა გვაქვს, გავაგრძელებთ სიღრმისეულ კვლევას ვირუსის წარმოშობის მიზეზების დასადგენად“,- აცხადებს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კორონავირუსის გავრცელების ზუსტი მიზეზი, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული პანდემიის გავრცელება. ამასთანავე, საყურადღებოა ჩინეთის ხელისუფლების პოზიცია, იგი არ აღიარებს თავის სავარაუდო დანაშაულს კორონავირუსის გავრცელებაში.

უახლესი

სხვა ამბები