მთავარისპორტითბილისში ახალი საკალათბურთო არენა შენდება

თბილისში ახალი საკალათბურთო არენა შენდება

თბილისში ახალი საკალათბურთო არენას სამშენებლო სამუშაოებს ფიბა-ევროპის დელეგაცია აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის, ხელმძღვანელობით ესტუმრა. ფიბა-ევროპის დელეგაციის წარმომადგენლებმა შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს, რათა ახალმა დარბაზმა ევრობასკეტისა და საერთაშორისო დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს. პანდემიის მიუხედავად ახალი დარბაზის მშენებლობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა და ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია.

ახალი საკალათბურთო არენა
ფიბა-ევროპის დელეგაცია ახალი დარბაზის მშენებლობაზე

[br][br]ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი მიიჩნევს, რომ მშენებლობის პროგრესი ფიბა-ევროპის სტანდარტებს აკმაყოფილებს.


“მიხარია, რომ აქ ვარ და ვხედავ პროგრესს. პროგრესი  პანდემიის დროს ძალიან რთულია. კმაყოფილები ვართ იმით, რაც აქ ვნახეთ და ამის შესახებ ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობას ვამცნობთ. აქ მხოლოდ მშენებლობის შესამოწმებლად არ ვართ. ჩვენი მისია მშენებლობის პროცესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა”, – ამბობს კამილ ნოვაკი.

[br]ახალი დარბაზი 2022 წლის ევრობასკეტისათვის შენდება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც საქართველო იქნება.

გიორგი სანაძე

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე

  • სტადიონი თბილისი მშენებლობა დარბაზი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend