მთავარი ევროპა ესპანეთი ბარსელონაში როკკონცერტზე მაყურებლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარეს

ბარსელონაში როკკონცერტზე მაყურებლებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარეს

ბარსელონას პალაუ სანტ ჯორდის საკონცერტო დარბაზში გამართულ როკკონცერტს ხუთი ათასი ადამიანი ესწრებოდა. კონცერტი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ამცირებს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას სწრაფი ტესტირება მრავალკაციან კულტურულ ღონისძიებებზე. ერთადერთი წესი, რომლის დაცვა მაყურებლებს ევალებოდათ, პირბადეების ტარება იყო.

 

„უკვე ერთი წელია, კონცერტები აღარ იმართება. დიდი ხანია, მინდა, შევიგრძნო ნამდვილი კონცერტის ატმოსფერო“, – აცხადებს კონცერტის ერთ-ერთი დამსწრე მარკ როსელი.

„ვფიქრობ, რომ კონცერტი კარგად ორგანიზებული იყო. კულტურა უნდა გამოცოცხლდეს. მაყურებელი წესებს ზედმიწევნით იცავდა. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალში მეტი კონცერტი ჩატარდება“, – ამბობს კონცერტის ერთ-ერთი დამსწრე ემა პალოუ.

კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა. ბილეთები 23-28 ევრო ღირდა. ორგანიზატორებს კონცერტი 200 ათასი ევრო დაუჯდათ. თუმცა მათი მიზანი მოგების მიღება არ იყო. მათ უნდოდათ, ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ მუსიკალური ფესტივალების ჩატარება უსაფრთხოების წესების დაცვით შესაძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები