მთავარისაქართველოკრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდება

კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. კრისტიან დანიელსონის შეხვედრას გეგმავს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად 27 მარტს დაბრუნდა. მისი განცხადებით, პირველი ვიზიტის შემდეგ მას კონსულტაციები ჰქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულ კოლეგებთან, რომლებიც ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას წარმოადგენენ.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend