მთავარი სპორტი თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თბილისის დიდი სლემი მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა მნიშვნელოვანი ტურნირი წარმატებით დაიწყეს.

– 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უზბეკი კემრან ნურილაევი დაამარცხა.

 
ფინალის საგზური ტურნირის პირველ დღეს ვაჟა მარგველაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმაც მოიპოვეს. ვაჟა მარგველაშვილი უზბეკ სარდორ ნურილაევთან იპონით დამარცხდა, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა კი ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კრისტა დეგუჩი სენსაციურად დაამარცხა, თუმცა ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. თბილისის დიდი სლემი დღეს დაიწყო და 28 მარტს დასრულდება.

ტურნირზე პანდემიის გამო გულშემატკივრები არ დაიშვებიან.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

თემურ ნოზაძემთემურ ნოზაძემ