თბილისში ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი გზა გახსნილია. კაკლების დასახლების გადასახვევთან, მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი მოეწყო. 15 მარტს დილით, ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. ადგილზე 21 საათიდან აიკრძალა ავტომობილების გადაადგილება. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. გეგმაშია ჩამოშლილი მიწის მასის გატანა და ადგილზე სპეციალური კედლის მოწყობა, რათა მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოების მაქსიმალ