მთავარიევროპასაფრანგეთიფრანგული ენა პანდემიით გამოწვეული მარტოობის დასაძლევად

ფრანგული ენა პანდემიით გამოწვეული მარტოობის დასაძლევად

პროგრამა, სახელწოდებით “შეარ ამი” ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ის ბრიტანელ სტუდენტებს ფრანგული ენის შესწავლაში ეხმარება. მათი მასწავლებლები კი ხანდაზმული ფრანგები არიან, რომლებსაც პედაგოგიური გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ. “შეარ ამის” ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ  მოხუცებმა თავი მარტოსულად არ იგრძნონ, ხოლო ახალგაზრდებმა  მათი დახმარებით სხვა კულტურის გაცნობა შეძლონ.

პროგრამა “შეარ ამი” ორი პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა – პანდემიით გამოწვეული მარტოობის დასაძლევად და ერთმანეთის კულტურის გასაცნობად.

რატომ სარგებლობთ ამ პროგრამით?

“იმიტომ, რომ თქვენთან საუბრით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვფიქრობ, რომ ეს არაჩვეულებრივია”, – ამბობს კლერ ბიტი, აპლიკაციის მომხმარებელი.

“ეს მშვენიერი გზაა, კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბო მათთან, ვინც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და სხვა კულტურის წარმომადგენელია. ჩვენ განსხვავებულ და მსგავს გამოცდილებებზე ვსაუბრობთ”, – ამბობს ემი ბარეტი.

ჩვეულებრივ, ემისა და იზაბელს ბევრ უცხოელ სტუდენტთან აქვთ ურთიერთობა უნივერსიტეტში, თუმცა ეს გამოცდილება მაინც განსხვავებულია.

 

„ჩვენ უფროსი თაობის ხალხს ვესაუბრებით, განვიხილავთ ძალიან საინტერესო თემებს, ხშირად ეს საუბრები უფრო სასიამოვნო და სასარგებლოა, ვიდრე საკლასო ოთახში და სემინარებზე განსახილველი საკითხები, იქ, როგორც წესი, თანამედროვე ამბებს უფრო განიხილავენ“,  – ყვება კელი მეიჯონედ-ქრისტიმ, უნივერსიტეტ ვორვიკის პროფესორმა.

“შეარ ამი”-ს ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ეს პროგრამა ხანდაზმული ადამიანების მეტ ჩართულობას უწყობს ხელს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხუცებს დავეხმაროთ. მათ თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ, და საზოგადოება არ აღიქვამდეს მათ ისეთ ადამიანებად,  რომელთაც დახმარება სჭირდებათ. რეალურად ხანდაზმულებიც ეხმარებიან სხვებს”,- ამბობს პროგრამის დამფუძნებელმა კლემენტ ბოქსებოლდმა.

“ის 80 წლისაა, მე კი 19-ის, მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გვაქვს საერთო და ერთად ბევრს ვიცინით ხოლმე”, – ამბობს ემი ბარეტი.

„ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის ის, რომ ისინი ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვიზიარებენ და თავიანთ ამბებე გვიყვებიან“, – ყვება ისაბელ ქართვრაითმა.

“ჩვენ შეხვედრის შესახებაც ვისაუბრეთ. ვუყვებით ერთმანეთს საკუთარ ოჯახებზე, ახლა კი ისიც ჩემი ოჯახის ნაწილად იქცა”,- ამბობს სტუდენტი ემი ბარეტი.

ეს ის მეგობრობაა, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინაც გაგრძელდება, როდესაც პანდემია ისტორიად იქცევა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend