მთავარი მსოფლიო აფრიკა სიერა-ლეონეს დედაქალაქში ბარაკების დასახლება დაიწვა

სიერა-ლეონეს დედაქალაქში ბარაკების დასახლება დაიწვა

ოთხშაბათს სიერა-ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში ბარაკებს ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ხანძარმა გავლენა ათასობით მოსახლეზე იქონია.

„ცეცხლი ზღვის სანაპიროებთან გაჩნდა, შემდეგ ქარმა კიდევ უფრო გაავრცელა. თავიდან აღმოსავლეთიდან იყო ხანძარი, თუმცა შემდეგ ყველა მხარეს მოედო. ვეღარ აკონტროლებდნენ. 400-მეტი სახლი განადგურდა. აქ ძირითადად ვაჭრები ცხოვრობენ, ამიტომ, საბედნიეროდ, მოსახლეობის უმეტესობა სამუშაოზე იყო გასული“, –  ამბობს დაზარალებული ფოდაი ტურაი.

 

სუზანის ყურის დასახლებაში სახლების უმეტესობა იაფასიანი სამშენებლო მასალებისა და ნაჭრებისგან არის აგებული, ამიტომ ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

დასახლება ფრიტაუნის სანაპიროზე ქალაქის ისტორიული ნაწილის მახლობლად მდებარეობს.

სიერა-ლეონეში ევროკავშირის ელჩის ტომ ვენსის  განცხადებით, ევროკავშირი დაზარალებულებს დახმარებას გამოუგზავნის.

ბრიტანეთის ყოფილი კოლონია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა 1991-2002 წლების სამოქალაქო ომმა გაანადგურა, ომს 120,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემდგომ კი, 2014-16 წლებში, ქვეყანას ებოლას პანდემიამ მიაყენა დიდი ზარალი.

უახლესი

სხვა ამბები