მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებიდან 200 წელი გავიდა

საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებიდან 200 წელი გავიდა

200 წლის წინ ბერძნებმა ოსმალეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს. რევოლუცია უმთავრესად პელოპონესის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობდა. „საბერძნეთი 2021“ სპეციალურად შექმნილი კომიტეტია, რომელიც წლის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებების ჩატარებას აპირებს.

„საბერძნეთმა სირთულეები წარმატებით გადალახა, თუმცა მანამდე დიდი უბედურების გადატანა მოუწია. ჩვენ გვსურს, დავაფიქროთ საზოგადოება იმაზე, თუ რა მოხდა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში და რა უნდა ვქნათ მომავალში“, – ამბობს ჯიანა ანგელოპოლუ, „საბერძნეთი 2021“-ის კომიტეტის პრეზიდენტი.

კომიტეტის მიზანი ახალგაზრდა ბერძნებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სხვადასხვა პროექტის დაფინანსებაა.

„ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის პირველი ინსტიტუტის გახსნა იგეგმება, ამ ინსტიტუტში ახალგაზრდები ახალი უნარების გამომუშავებას შეძლებენ“, – ამბობს ჯიანა ანგელოპოლუ.

რევოლუცია ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სამხრეთ საბერძნეთში მიმდინარეობდა. თუმცა 200 წლის შემდეგ საბერძნეთსა და თურქეთს შორის უთანხმოება დღესაც არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

საბერძნეთისაბერძნეთი

Send this to a friend