მთავარიაზიადუბაიმსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ნახატი 62 მილიონ დოლარად გაიყიდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ნახატი 62 მილიონ დოლარად გაიყიდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ დუბაის აუქციონზე 62 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატის ავტორი ბრიტანელი მხატვარი საშა ჯაფრია. ნახატი გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში არის შესული. აუქციონზე შეგროვებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ქველმოქმედებისთვის ფულის შესაგროვებლად მხატვარმა საშა ჯაფრიმ მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ნახატის შექმნა განიზრახა. შთაგონების მისაღებად მან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს თავიანთი ნახატების გაზიარება სთხოვა.

„დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორ საქველმოქმედო ორგანიზაცებთან. ესენია: დუბაი ქეარსი, იუნიცეფი, იუნესკო. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო და ამავდროულად მთელი მსოფლიო გავაერთიანოთ. თითო ბავშვის მიერ გამოგზავნილი ნახატი თითო პორტალია. როცა უყურებ თითო ნახატს მას ჯადოსნურ სამყაროში გადაყავხარ. იქ შენ ბავშვების შინაგანი სამყაროს დახმარებით ხვდები“,  – აცხადებს მხატვარი საშა ჯეფრი.

საშა ჯაფრი ნახატის დასრულებას შვიდი თვე მოუნდა. ნახატის ზომის გამო მისი 70 ნაწილად დაშლა გახდა საჭირო. ნამუშევარი დუბაიში მცხოვრებმა ფრანგმა მოქალაქემ 62 მილიონ დოლარად შეიძინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend