მთავარი ევროპა რუსეთი ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა

ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ თუ რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი. თუმცა პრეზიდენტის პრესმიდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთში წარმოებული ვაქცინით აიცრა და ის თავს კარგად გრძნობს.  რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.

ამავდროულად, რუსეთში წარმოებული ვაქცინის SPUTNIK V ტვიტერზე გამოჩნდა ვლადიმერ პუტინის ფოტო სათაურით ,, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა”

 

უახლესი

სხვა ამბები