მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიმიიღებს თუ არა ევროპა მოგზაურებს ციფრული საშვით

მიიღებს თუ არა ევროპა მოგზაურებს ციფრული საშვით

ვიდრე ევროკავშირში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს, ევროკომისია „მწვანე ციფრული სერტიფიკატის“  შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ზაფხულისთვის ევროპაში საზღვრების გახსნას შეუწყობს ხელს. ამ სერტიფიკატში ჩაიწერება აცრილია თუ არა მგზავრი, გადაიტანა თუ არა კოვიდ-19 ან გაიკეთა თუ არა „პისიარ“ ტესტი. ამავე დროს, ევროკავშირს საკამოდ მწვავედ აკრიტიკებენ ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპის, ვაცინებსი ექსპორტის აკრძალვისა და ზოგადად ვაქცინების მიწოდების პრობელმების გამო. ამ პრობელემბზე „ევრონიუსი“ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინას ესაუბრა.

 

„ევრონიუსი“:

როგორც გაირკვა, ინიცირებული სერტიფიკატი მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ ვაქცინებზე გაიცემა. როგორ უნდა მოიქცნენ ევროკავშირის ის  ქვეყნები, რომლებიც სხვა ვაქცინებით ცრიან, მაგალითად, რუსულით და ჩინურით? გამოდის, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები ვერ მიიღებენ ციფრულ სერტიფიკატს?

მარგარიტის სხინასი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი:

„აქ ორი საკითხია. ერთი ის, რომ  სერტიფიკატი მხოლოდ ვაქცინით აცრას არ ადასტურებს, აქ იწერება პისიარტესტის შედეგიც და ისიც, თუ ადამიანს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს. ერთი სიტყვით, მოგზაურობისთვის აცრა აუცილებელი არ არის, საკმარისია, ამ სამიდან ერთ პირობას აკმაყოფილებდე.“

თუ ადამიანი უნგრეთიდან არის, მაშინ?

„რასაკვირველია, სერტიფიკატი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებულ ვაქცინებზე გაიცემა, მაგრამ იმ სახელმწიფოებს, რომლებშიც სხვა ვაქცინებით ცრიან და სააგენტოს არ დაუმტკიცებია, შეუძლიათ სერტიფიკატის შესაბამის გრაფაში მიუთითონ მათი ვაქცინის სახელი. მთავარია, რომ ის ქვეყანა, რომელშიც მგზავრი მიდის, აღიარებდეს ამ ვაქცინას ალტერნატიულ დამცავ საშუალებად.“

როგორ უნდა მოიქცნენ მესამე ქვეყნიდან მომავალი მგზავრები, რომლებზეც ევროკავშირის სერტიფიკატი არ გაიცემა?

„ჩვენ გამოდვივართ ინიციატივით, რომ მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატები ვაღიაროთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იქ მოცემული ინფორმაცია ისეთივე სანდოა, როგორიც ჩვენი. ჩემი აზრით, ეს მიდგომა გაამართლებს, რადგან ჩვენ გარშემო ბევრი ქვეყანა იყენებს ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებულ ვაქცინებს. როდესაც მესამე ქვეყნების სერტიფიკატებს ვაღიარებთ, იმ პუნქტსაც უნდა გადავხედოთ, რომელიც მესამე ქვეყნებიდან   შემოსვლის აუცილებლობას ადგენს.“

ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკის წევრ ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, საბერძნეთს, კვიპროსსა თუ იტალიას, რომლებიც ეკონომიკურად ტურიზმზე  არიან დამოკიდებული, სურს ეს სერტიფიკატები სწრაფად მივიღოთ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მთელ ევროპაში ჯერ კიდევ მაღალია, ტურიზმსა და სამოგზაურო სერტიფიკატებზე საუბარი ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?

„არ მგონია, რომ საფრთხეს შეიცავდეს იმ ადამიანების მოგზაურობა, რომლებიც სერტიფიკატის სამი მოთხოვნიდან ერთს მაინც აკმაყოფილებენ. საშიში იმ შემთხვევაში იქნებოდა, რომ ამ სამი მოთხოვნის გარეშე მიგვეცა მოგზურობის ნება. დავაზუსტებ, თუ არც აცრილი ხარ, არც პისიარტესტი გაქვს და არც გადატანილი გაქვს კოვიდი, ჯობია, არ იმოგზაურო, რადგან პოტენციურად რისკს უქმნი სხვებს. ამიტომ ჩვენს ინიცატივაში რისკს ვერ ვხედავთ. პირიქით, ეს რისკს ამცირებს.“

 ამ სერტიფიკატის დამტკიცება  ზაფხულისთვის მოხერხდება?  როგორც გამოცდილება აჩვენებს, ევროპას კოორდინაცია მაინცდამაინც არ გამოსდის. მაგალითად, მონიტორინგის აპლიკაციების შემთხვევაში ყველა ქვეყანა საკუთარ არჩევანს აკეთებდა. რატომ გგონიათ, რომ ამჯერად ყველაფერი გამოვა?

„უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ამას კანონი დაავალდებულებს და ევროკავშირის კანონით იქნება გამყარებული. ეს რეკომენდაცია არ არის. მეორეც იმიტომ, რომ ევრობლოკის წვერი ქვეყნები სულ უფრო მეტად ითხოვენ ასეთ ინსტრუმენტს. ამიტომ მიმაჩნია, რომ  ოპტიმიზმი გამართლებულია და ზაფხულისთვის მზად ვიქნებით.“

როდისთვის ელოდებით?

„ზაფხული პირველ ივნისს იწყება, გარდა ამისა, ბრიტანელმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს საერთაშორისო მოგზაურობას აღადგენენ. ამიტომ უნდა ვეცადოთ ამ თარიღებისთვის ვიყოთ მზად.“

ევროკიმისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპიდან ვაქცინის ექსპორტს აკრძალავს, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოში. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ევროპა აგებს ვაქცინასთან დაკავშირებულ ბრძოლას? განსაკუთრებით ბრიტანეთთან?

„არა, მე არ ვთვლი, რომ ევროპა აგებს ამ ბრძოლას, ჩემი აზრით, მეტისმეტად დიდი ხმაურია ატეხილი ევროპის ვაქცინაციის პროგრამის ირგვლივ. არც ის მგონია, რომ პრეზიდენტმა ამას აკრძალვა უწოდა. ჩემი აზრით, აქ ორმხრივ ინიციატივასთან გვაქვს საქმე, რომელიც ექსპორტის ავტორიზაციის იმ სქემასთან ერთად უნდა განვიხილოთ, რომელიც თებერვლის დასაწყისში მივიღეთ. უნდა ვიცოდეთ, რამდენ დოზას მივიღებთ ევროპიდან და სად წავა ეს ვაქცინები. ამის ცოდნა იმისთვისაც გვჭირდება, რომ  ევროპაში ვაქცინის მესამე ქვეყნებიდან შემოტანის ვალდებულება გავაკონტროლოთ.“

იმის თქმა გსურთ, რომ გაერთიანებული სამეფო არ ასრულებს ვალდებულებას?

„დიახ, ჩემი აზრით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროკავშირმა, როგორც ერთიანმა ბლოკმა, უკვე დაამტკიცა, რომ  დაახლოებით 40 მილიონი ვაქცინის დოზას ექსპორტზე გაუშვებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ეს ევროპის ცხოვრების წესია. ჩვენ ასეთები ვართ. მხოლოდ ევროპისთვის არ ვმუშაობთ. საერთაშორისო ვალდებულებებიც გვაქვს. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ამერიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან  ევროკავშირში არაფერი შემოსულა. ამიტომ მგონია, რომ ღირს ექსპორტის ავტორიზაციის სქემის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ორმხრივი თანამშრომლობის პროცესს შევადაროთ. კი არ უნდა ავკრძალოთ ან შევწყვიტოთ ექსპორტი, არამედ უბრალოდ საერთაშორისო თანამშრომლობის წასახლისებლად გამოვიყენოთ.“

მაგრამ მოგწონთ ევროპაში ვაქცინაციის ტემპი? მაშინ, როცა ვხედავთ, რა სწრაფად მიმდინარეობს პროცესი, მაგალითად, ბრიტანეთში, ამერიკასა და ისრაელში?

„ევროპაში ერთი საკითხია გასათვალისწინებელი. წლის დასაწყისში ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა ვერ მოგვაწოდა ერთმა კომპანიამ იმ რაოდენობით, რისი ვალდებულებაც ჰქონდა.“

როგორც ვხვდები, „ასტრაზენეკას“ გულისხმობთ. ეს ძალიან სადავო საკითხი იყო.

 

„დიახ, დიახ. ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტქატი ამ და სხვა კომპანიებთან, და ძალიან სასიხარულოა, რომ, რაც დაგვაკლდა, იმ დოზების კომპენსაციას სხვა კომპანიებისგან მივიღებთ. ასე რომ, დასახულ გეგმას მივყვებით, ივნისის ბოლომდე 300 მილიონი დოზა გვექნება და ზაფხულისთვის ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტს ავცრით. ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.“

ეფი კუცოკოსტა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend