უნგრეთის მუსიკალური ინდუსტრიის მხარდასაჭერად ვიქტორ ორბანის მთავრობამ 62 მილიონი ევრო გამოყო. ეს თანხა მუსიკოსებზე, ფესტივალებსა და სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებზე გადანაწილდება. მთავრობა ყველა მუსიკოსს ჰპირდება დახმარებას.
„უნგრეთის კულტურის ძალა მის მრავალფეროვნებაშია. ამ კულტურის ნაწილია ყველა: მემარცხენე, მემარჯვენე, ლიბერალი, ულტრამემარჯვენე და მარქსისტი. მრავალფეროვნება აძლიერებს უნგრეთის კულტურას“, – აცხადებს ვიქტორ ორბანის მთავრობის წარმომადგენელი სილარდ დემეტერი.
თუმცა, ბევრი უნგრელი მიიჩნევს, რომ ფინანსურ დახმარებას უმეტესად ის მუსიკოსები მიიღებენ, რომლებიც ორბანის პოლიტიკას არ უპირისპირდება.
„ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგი მოჰყვება ამ გეგმას. თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ რეჟიმის ერთგული ხელოვანები მეტ დახმარებას მიიღებენ, ხოლო სხვები ყურადღების მიღმა დარჩებიან“,- ამბობს მუსიკოსი ჟუჟა კონჩი.
„მუსიკოსების დახმარება კარგი იდეაა, თუმცა არა ცენზურის გამოყენებით. რამდენიმე დღის წინ ჩვენს კონცერტზე ჩვენი მეგობარი მსახიობი გამოვიდა ჯამბაზის კოსტიუმში და მთავრობის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა. მას კონცერტის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – -ამბობს მუსიკოსი ფერენც მედიერი.
ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში ხელოვნებაზე ცენზურა გაიზარდა. შერჩევითი სამთავრობო სუბსიდიები ამ პრაქტიკის გაგრძელებაა.