ბოლო ორ წელში ისრაელის რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, თუმცა წინასწარი შედეგების მიხედვით აშკარა გამარჯვებული პარტია ვერ გამოვლინდა. ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა მოქმედ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ თავისი გამარჯვება ეზეიმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მან მაინც ვერ მოახერხა 61 მანდატის მოპოვება, რომ ახალი მთავრობა დაეკომპლექტებინა.
„დღეს ჩვენ წარმოუდგენელ წარმატებას მივაღწიეთ! ჩვენი პარტია უდიდიესია ისრაელში და ცალსახა ლიდერები ვართ!“ – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამასობაში კი ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განავხადა, რომ იგი ამაყობდა თავისი პარტიის მიღწევით.
“მე მგონია, რომ საკმარისი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ვიამაყოთ ჩვენი შედეგებით. ამ დროისათვის ნეთანიაჰუს არ აქვს საკმარისი 61 ადგილი, ეს კი ცვლილებებს ნიშნავს.“ – განაცხადა იაირ ლაპიდმა.
ბევრი ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვაქცინაციის კამპანია და არაბულ ქვეყნებთან დამყარებული მშვიდობა. მაგრამ ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, გაყოფილია ორად. სწორედ ამის გამო არჩევნების შედეგების მიხედვით პატარა პარტიების დაწინაურდნენ, მათ შორის ანტიარაბული რელიგიური პარტიები.