მთავარიCOVID-19"სტუდენტები ძალიან აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში"

“სტუდენტები ძალიან აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში”

ექიმ-თერაპევტი გიგა სორდია პანდემიასთან ბრძოლაში ზუსტად ერთი წლის წინ ჩაერთო. ამბობს, რომ ყველაზე რთული პერიოდი სწორედ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისი იყო. მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პროცესი აღდგა,  კლინიკაში სტუდენტების მიღებასაც ახერხებს და მათ პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებასაც უზიარებს.

 
„როდესაც შედარებით უცნობი იყო ეს ვირუსი, უფრო მეტად გვეშინოდა. იძულებული ვიყავით, ყოველგვარი კონტაქტი გაგვეწყვიტა ოჯახის წევრებთან. 3 თვე მეუღლე და შვილები არ მყავდა ნანახი. თუმცა დროთა განმავლობაში შევეგუეთ ამ ყველაფერს და ვისწავლეთ ბრძოლა.

ჩვენ, ექიმები, ერთმანეთს ყველანაირ ინფორმაციას ვუზიარებთ, კორონავირუსთან ბრძოლის დროს სხვა სპეციალისტების დახმარებაც გვჭირდება, რათა ჩვენი საბოლოო ამოცანა, რომელიც პაციენტის გამოჯანმრთელებას გულისხმობს, შევასრულოთ.

ამ გამოცდილებას საბოლოოდ ჩვენს სტუდენტებს ვუზიარებთ ხოლმე. სტუდენტები ძალიან აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ კლინიკაში ახალგაზრდები, 20-21 წლის გოგო-ბიჭები, პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან“, – ამბობს გიგა სორდია, ექიმ-თერაპევტი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend