მთავარიევროპაკოსოვოკოსოვოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

კოსოვოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

ორშაბათს კოსოვოს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომლის მთავარი გამოწვევა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაა.

პარლამენტში, 67-მა დეპუტატმა იმ ახალ კაბინეტს დაუჭირა მხარი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ წარადგინა. ახალ 17-წევრიან კაბინეტში ექვსი ქალი მინისტრი იქნება.

მინისტრთა ახალი კაბინეტის მთავარი გამოწვევები კვლავ ქვეყნის ეკონომიკის გაცოცხლება, უმუშევრობის დაძლევა, პანდემიასთან გამკლავება, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლა და კორუფციის აღმოფხვრა იქნება.

პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი.


„ჩემი მიზანია, სტაბილური კოსოვოს ჩამოყალიბება, მისი განვითარება, დემოკრატიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. სერბეთსაც იმავეს ვისურვებ, წარსულს თვალი გაუსწოროს და გადადგას ნაბიჯი დემოკრატიზაციისკენ,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალბინ კურტიმ პანდემია მთავარ გამოწვევად დაასახელა და პირობა დადო, რომ ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტს ვაქცინაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება. კოსოვო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელშიც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ვაქცინაციის გასაკეთებლად ექიმების ჯგუფი მეზობელ ალბანეთში გაემგზავრა.

მეზობელ სერბეთთან მოლაპარაკება, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობის მოგვარებას ეხებოდა, გასულ წელს შეწყდა. მიუხედევად საერთაშორისო წარმომადგენლების ზეწოლისა, კურტის მათი განახლება პრიერიტეტულ საკითხად არ მიაჩნია.

დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ კოსოვოს სუვერენიტეტი ცნო, მაგრამ სერბეთი და მისი მოკავშირეები – რუსეთი და ჩინეთი მას კვლავ არ აღიარებენ. კოსოვოში შექმნილი დაძაბულობა ბალკანეთში არასტაბილურ გარემოს ქმნის.

კურტის მიაჩნია, რომ სერბეთთან არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთადერთი გზა დიალოგია. მისთვის პრიორიტეტული საკითხი ომის დროს 1 640 დაკარგული ადამიანის პოვნაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend