მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოკორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებიდან ერთი წელი გავიდა

კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებიდან ერთი წელი გავიდა

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალაქ ლესტერში კორონავირუსის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესეს. თუმცა ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კვლავ მაღალია.

ლესტერის დეპუტატ ჯონ ეშვორტს მიაჩნია, რომ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ დაწესებული შეზღუდვები მალე მოიხსნება.

,, ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების შემსუბუქება, რის გამოც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა“ – აცხადებს ჯონ ეშვორტი

ერთი წელია, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს ქალაქ ლესტერში, თუმცა ამ ქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობა ორჯერ მეტია ლონდონში დადასტურებულ შემთხვევებზე.

ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100,000 მოსახლეზე კოვიდ-19 -ის 135 ახალი შემთხვევა დასტურდება, რაც ქვეყნაში ინფიცრებულთა საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რამ განაპირობა ქალაქ ლესტერში ერთწლიანი შეზღუდვების შემდეგ კორონავირუსის სწრაფად გავრცელება?

 

ლესტერი სავსეა სამკერვალო ქარხნებით, რომელთაგან მრავალი საერთაშორისო ბრენდს ამარაგებს. ქარხნებში დასაქმებულები და დამსაქმებლები კი სერიოზულად არ აღიქვამენ დაწესებულ შეზღუდვებს.

ქალაქ ლესტერში, მრავალეთნიკურ მოსახლეობაში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვაქცინაციაზე უარის თქმაა.

პროფესორი ჯულიან ტანგი , რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის კლინიკური ვირუსოლოგია, ამბობს, რომ ვაქცინებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების დაძლევა მთავარი გამოწვევაა.

,, ვირუსის გავრცელებაში  ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ, ახლა ისინი უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი ვაქცინის მიმართ, რადგან მათ, ფაქტობრივად, აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ვაქცინააციის პროცესში“- ამბობს პროფესორი ჯულიან ტანგი.

თუ ქალაქ ლესტერში არსებული ვითარება არ შეიცვლება, პანდემია ამ ქალაქში  ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend