მთავარიგადაცემებისინემაჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების ფორუმი ვირტულაურად ჩატარდა

ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების ფორუმი ვირტულაურად ჩატარდა

პანდემიის გამო ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებების დაცვის ფორუმი წელსაც ვირტულურ ფორმატში ჩატარდა. ვირტუალურ პლატფორმაზე უამრავი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა, შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველები ანჟელა დევისი და აი ვეივეი გამოვიდნენ. ბევრიც ონლაინ დაესწრო. ღონისძიებას ინტერნეტშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის დროსაც უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენი აზრით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დისკუსიები შემცირდა, მედია, შეიძლება ითქვას, პანდემიის გაშუქებაზეა სრულად გადართული. ეს ფესტივალი კი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან პლანეტაზე, სადაც ჯერ კიდევ განიხილება ეს საკითხები.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ დიდებულ ხალხს, რომელმაც წელს ამ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სურს, რომ ჟენევის კინოფესტივალის საშუალებით მიაწვდინოს ხმა გაეროს ადამინის უფლებათა დაცვის საბჭოს,“ – განაცხადა შემოქმედებითმა დირექტორმა იზაბელ გატიკერმა.

 
დოკუმენტური ფილმების მთავარი პრიზი გადაეცა ფილმს „იდუმალი თამაში“. ფილმი იმ არასრულწლოვან მიგრანტებზეა,  რომლებიც ევროპაში ომსა და სიღარიბეს გამოქცნენ. ამ ფილმმა ახალგაზრდა ჟიურის პრიზიც აიღო.

„ეს ფილმი ევროპაში ყველამ უნდა ნახოს, რადგან ეს ჩვენს კონტინენტზე ხდება. ეს ჯილდო დაგვეხმარება, რომ ფილმი სხვადასხვა აუდიტორიამდე მივიტანოთ. გავლენის გასაფართოებლად ახალ კამპანიასაც ვიწყებთ, მანიფესტს  გავავრცელებთ და ბავშვთა უფლებებს მათთვის გასაგებად გავაშუქებთ“, – ამბობს ევიე ბლანკევურტი, „იდუმალი თამაშის“  რეჟისორი.

„ფილმი გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ, ყველა ვიყავით ახალგაზრდა და გვსურდა, რაღაცისთვის მიგვეღწია. მათ ყველას რაღაცის მიღწევა უნდათ, სურთ ისწავლონ, დასაქმდნენ და საკუთარ ოჯახებს მიხედონ“, –  განმარტავს ელს ფონ დრილი, „იდუმალი თამაშის“   მეორე რეჟისორი.

ჟენევის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების გრანპრიც ქალს გადაეცა, წარმოშობით მონღოლ ბიამბასურენ დავას,  ფილმისთვის „სამყაროს ვენები“. ეს ფილმი ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც მულტინაციონალური კომპანიების მიერ მონღოლეთის მიწების დატაცებას აპროტესტებს.

ფილმი მონღოლური მომთაბარე ოჯახის ამბავზეა, ოჯახი იმ ადგილზე დაბინავდა, სადაც ოქროს მადანი აღმოჩნდა. საბადო საერთაშორისო კორპორაციას  გადაეცა, რომელმაც მოსპო იქაურობა, ისინი ქიმიკატებს იყენებენ და წყალს წამლავენ…“, – გვიხსნის ანსგარ ფრერიხი, „სამყაროს ვენების“ თანაპროდიუსერი.

ფილმში „ხმები“, რომლის ნაწყვეტებიც  ფესტივალის ბოლო დღეს მაქს რიხტერმა და მისმა პარტნიორმა იულია მარმა წარმოადგინეს,  რეალობა წარმოსახვას ერწყმის. ფილმი  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუსიკალური ვერსიაა. ეს ნაწარმოები გასული წლის დეკემბერში ტელევიზიით 37 ქვეყანაში ნახეს, ახლა კი ალბომის სახით გამოიცა.

მაქს რიხტერი, კომპოზიტორი და პიანისტი:

„მე სამყაროს მუსიკაში ავსახავ.  გადავწყვიტე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დეკლარაციაზე კიდევ ერთი აქცენტის გაკეთება. ძალიან შფოთიან, რთულ დროში ვცხოვრობთ. მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ, პამნდემიამდე რაც ხდებოდა იმასაც: პოპულიზმის მატებას, ახალ მემარჯვენე პოლიტკურ ფრთას, ნაციონალიზმს, ნებისმიერ იზოლაციონისტურ და ქსენოფობიურ მოქმედებას.“

ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend