მთავარიამერიკააშშაშშ-ს სახელმწიფო მდივანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ის შეეცდება ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კონტრტერორიზმი, პანდემია და კლიმატური ცვლილებები. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები სამშაბათს და ოთხშაბათსაა დაგეგმილი. ბლინკენი ცალკე შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.

„გავემართე ბრიუსელისაკენ, სადაც ჩვენ NATO -ს პარტნიორებსა და ევროკავშირს შევხვდებით. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი პარტნიორობა და ალიანსები, რომელიც ჩვენი ძალის ძირითადი წყაროა“, – წერს ენტონი ბლინკენი.

NATO 2030-ის ინიციატივის ფარგლებში მხარეები ისაუბრებენ რუსეთთან და ჩინეთთან არსებულ შეშფოთებებზე, კლიმატურ ცვლილებებზე, გლობალურ პანდემიაზე, ენერგო უსაფრთხოებაზე და სხვა. 22 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის შესახებ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

 

“წლების განმავლობაში რუსეთის ქცევამ გამოიწვია ცივი ომის შემდეგ ჩვენი ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია. ჩვენი ძალების მაღალი მზაობით, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ჯგუფების განლაგებით, ხარჯების გაზრდით, და რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მცდელობებს, როდესაც საქმე ეხება კიბერ თავდაცვის საკითხს, მაგრამ ასევე მკაცრად ვგმობთ რუსეთის საქციელს.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გასულ კვირაში, გარკვეულწილად გართულდა ურთიერთობა რუსეთთან და ჩინეთთან. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა, კრემლმა ამერიკაში თავისი სრულუფლებიანი ელჩი მოსკოვში გამოიძახა. ჩინეთთან კი პირველივე ერთობლივი მოლაპარაკება, რომელიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მიჰყავდა, დაძაბულობით და ორმხრივი საყვედურებით დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend