მთავარიევროპაბელარუსიალექსანდრ ლუკაშენკო ოპოზიციას ნაცისტებს ადარებს

ალექსანდრ ლუკაშენკო ოპოზიციას ნაცისტებს ადარებს

ბელარუსში ხატინის ტრაგედიის 78 – ე წლისთავი აღნიშნეს. ხატინის ტრაგედია მეორე მსოფლიო დროს ბელარუსში ათასობით გადამწვარი სოფლის სიმბოლო გახდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრ ლუკაშენკომ პოლიტიკური ოპოზიცია სამხედრო დამნაშავეებს შეადარა. ბელარუსის ლიდერის თქმით ერის გენოციდი სწორედ იმ დროშის ქვეშ მიმდინარეობდა, რომელსაც დღეს ოპოზიცია იყენებს.

“მსურს მივმართო ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულად აცოცხლებენ ნაცისტურ სიმბოლიკას, ადამიანებს, რომლებიც იმ დროშას აღმერთებენ. რომლის ქვეშაც ბელარუსი ხალხი გენოციდის მსხვერპლი გახდა, მე მათ მოვუწოდებ, მობრძანდით და ნახეთ, წინაპრების ხმები ჩვენ გვახსენებს თუკი როგორი მყიფეა სამყარო და რამდენად ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ

 
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ალექსანდრ ლუკაშენკომ რეპრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო, მიუხედავად ამისა სახელმწიფოში საპროტესტო მუხტის ბოლომდე ჩაქრობა ვერ მოხერხდა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ალექსანდრ კლასკოუსკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ისტორიული ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.

“მთავრობის რიტორიკა გვეუბნება, რომ ვინც მათ მხარს არ უჭერს, ფაშისტია. ეს, რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის გამოძახილია, რუსეთის ფედერაცია სწორედ ამ რიტორიკას იყენებდა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, იანუკოვიჩის ყველა მოწინააღმდეგე ფაშისტად მონათლეს. ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციის მიერ გამოყენებულ სიმბოლოებს ებრძვის, რადგან მათ იციან რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში დედაქალაქი მინსკი და ბელარუსი ოპოზიციის დროშებით გაივსება”, – ამბობს ალექსანდრ კლასკოუსკი, პოლიტიკური ანალიტიკოსი.

1943 წლის 22 მარტს, სოფელ ხატინის მოსახლეობა, 149 ადამიანი ვერმახტის 118 ბატალიონმა, გერმანელ ჯარისკაცებზე პარტიზანების თავდასხმის საპასუხოდ გაანადგურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend