მთავარიკუბიკვლევა: ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში Facebook -ია

კვლევა: ყველაზე პოპულარული პლატფორმა საქართველოში Facebook -ია

არასამთავრობო ორგანიზაციამ Internews-მა საქართველოში საინფორმაციო ეკოსისტემასთან დაკავშირებით მასშტაბური კვლევა ჩაატარა.

საინფორმაციო ეკოსისტემის კვლევა მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოციალური ქსელისა და ტელევიზიის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას.

კვლევის დროს გამოკითხეს 1310 ადამიანი, ამათგან 60 სიღრმისეული ინტერვიუ, 8 ფოკუს-ჯგუფი, ასევე ჩაატარეს ეთნოგრაფიული დაკვირვება და 12 000-მდე ფეისბუკპოსტის კონტენტ-ანალიზი.

კვლევის მიხედვით მთავარი წყარო საიდანაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ ინფორმაციას არის ტელევიზია (88%). 84% პროცენტი იღებს ინფორმაციას ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან, 69% სოციალური ქსელებისგან და ყველაზე ცოტა, 13% ინფორმაციას რადიოდან ეცნობა.

Facebook

ყველაზე პოპულარულ პლატფორმებს შორის ლიდერობს Facebook-ი. გამოკითხულთა 92%-ი აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად Facebook-ს იყენებს. 88%-მა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად იყენებს  Messenger-ს. YouTube-ი დაასახელა 76%-მა. Viber – 53%; WhatsApp – 38%; Instagram – 31%; Lnikedin 4%; VK.RU – 3%; Telegram – 3%.

Facebook

კვლევის ავტორი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ანა ქეშელაშვილი, „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეისბუკის ალგორიტმს. „იმის გარჩევა, ინფორმაცია არის სანდო თუ არ არის სანდო ნაკლებად ხდება და ამიტომ ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას რასაც ვეძახით ინფორმაციულ ჰიგიენას, რომ გვესმოდეს საიდან მოდის ინფორმაცია, რა წყაროა და ა.შ.“, – აღნიშნავს მკვლევარი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend