მთავარისაქართველოპროკურატურამ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის თქმით შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

გარდა ამისა, გულაშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს მუსილმთა სამმრთველოს ყოფილ შეიხის ვაგიფ აკპეროვის პერონალურ კომპიუტერში ვირუსული ფაილი ჩაუშვა, რითაც მისი მიყურადება ხდებოდა.

ასევე, მსჯავრდებულის თქმით, მან შესაბამისი უწყების დავალებით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას ავტომობილს – “პრადოს“ GPS დაუმაგრეს, რითაც მისი გადაადგილების მარშრუტს გაიგებდნენ.

გულაშვილის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა ამოაღებინა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ თანამდებობა უკვე დატოვა, ამის შესახებ განცახდება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე იკავებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend