მთავარი ამბები „საქართველოს ფოსტასა“ „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ფოსტასა“ „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ფოსტასა“ „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის 23 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „საქართველოს წითელი ჯვრის“ პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

 

მემორანდუმის მიზანია, თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს “წითელ ჯვარსა” და “საქართველოს ფოსტას” შორის, ასევე  სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით ერთად მუშაობა.

 

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” და შპს “საქართველოს ფოსტის” მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და “საქართველოს წითელი ჯვრის” მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

 

მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული  ერთი ლარი ჩაირიცხება წითელი ჯვრის შემოწირულობის ფონდში. გარდა ამისა, „საქართველოს ფოსტა“ „წითელი ჯვრის საზოგადოებასა“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ მარკას, შესაბამისად რეალიზაციიდან მიღებული თანხა მთლიანად ქველმოქმედებაზე დაიხარჯება.

 

აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ  ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ .  ეს მარკა შინაარსით მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული  ექსპონატი იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend