მთავარი მსოფლიო ავსტრალია წყალდიდობა ავსტრალიაში

წყალდიდობა ავსტრალიაში

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნიუ საუთ უელსის შტატში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. დაკეტილია 30-ზე მეტი ავტომაგისტრალი ყველა სახის ტრანსპორტისთვის. წყალდიდობის გამო რეგიონში 150-ზე მეტმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ავსტრალიაში ძლიერი წვიმა და ქარი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები