მთავარი საქართველო სოციალური მედიის გავლენა

სოციალური მედიის გავლენა

სოციალური მედიის გავლენა ახალგაზრდებში პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ფსიქოლოგების განცხადებით, მიუხედავად იმისა,რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, სოციალური ქსელების ხშირად გამოყენება დეპრესიასა და შფოთვას იწვევს. სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებელია ახალგაზრდებს ხშირად მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების ხშირად გამოყენება მათ ფსიქოლოგიურსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

მხატვარი ხვიჩა წენგუაშვილი

ხვიჩა წენგუაშვილი პროფესიით მხატვარია. ამბობს,რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ საკუთარი შემოქმედების სხვებისთვის გაზიარება უნდა. ფიქრობს, რომ სოციალური მედია დროს აკარგვინებს და ურჩევნია ეს დრო საყვარელ საქმეს, ხატვას დაუთმოს.

 
„ორი-სამი წლის გოგო ფანჯარასთან დგას და წვიმიან ამინდს უყურებს. ცოტა ხანში კი ფანჯარას თითს უსვამს და ამინდის შეცვლას სამყაროში სწორედ ისე ცდილობს, როგორც ტელეფონში ფოტოს შეცვლიდა. სოციალურ ქსელებში გატარებულ იმ დროს, რომელსაც არასაჭირო ინფორმაციის მიღებაში ვკარგავდი, ჩემთვის საინტერესო საქმის კეთებაში გამოვიყენებდი. ეს პიროვნულადაც გამზრდიდა და შინაგანად უფრო მშვიდად ვიქნებოდი“  – ამბობს ხვიჩა წენგუაშვილი.

სოციალური მედიის მომხმარებელი მარიამ ფაილოძე

მარიამ ფაილოძემ ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან დიდ დროს ატარებს ცდილობს დრო მაქსიმალურად შეამციროს.

“იქიდან გამომდინარე, რომ სიახლეებს სოციალური მედიის საშუალებით ძალიან ხშირად ვნახულობ, რამდენიმე თვის წინ შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში დღეში რვა საათს ვატარებ. სამეგობრო წრეში სოციალურ მედიას ყველაზე დიდ დროს მე ვუთმობდი . მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს დრო უნდა შემემცირებინა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები დრო გამეტარებინა “ფეისბუკზე” და “ინსტაგრამზე”, ამ ქსელებზე ფილტრი დავაყენე” – ამბობს, მარიამ ფაილოძემ.

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე დარწმუნებულია, რომ  სოციალური ქსელები თანამედროვე სამყაროში ძალიან სჭირდებათ ადამიანებს.

“თავისი მიზეზები აქვს იმას, რომ ჩვენ გამუდმებით ვიყენებთ სოციალურ ქსელებს. მით უმეტეს პანდემიის პერიოდში ეს გამწვავდა. გამწვავდა მენტალური პრობლემები, შფოთვა, შიშები, აგრესიამაც მოიმატა, იმპულსის შეკავებაც კიდევ უფრო გაგვიუარესდა”, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება, დეპრესიასა და შფოთვას იწვევს. დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, უმჯობესია მეტი დრო დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობას და ცოცხალ ურთიერთობებს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები