მთავარიევროპაესპანეთისევილიაში ფორთოხლიდან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ

სევილიაში ფორთოხლიდან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ

ესპანეთის ქალაქ სევილიაში ფორთოხლის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყეს. ქალაქში ყოველწლიურად 50 ათასამდე ციტრუსის ხე ხარობს. კომპანია „ემასემას“ წარმომადგენლების განცხადებით, ფორთოხლის ფერმენტიდან ენერგიის მიღება რთული არ არის. მათი თქმით, ამ გზით 74 ათასამდე სახლის ელექტროენერგიით მომარაგება არის შესაძლებელი.


წლის ამ მონაკვეთში ანდალუსიის რეგიონის დედაქალაქ სევილიაში ფორთოხლის ხეები ხარობს. ქალაქში 50 ათასამდე ფორთოხლის ხე იზრდება. თუმცა, მოსახლეობა ადგილობრივ მჟავე ფორთოხალს იშვიათად მოიხმარს. მოსავლის დიდი ნაწილი ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გადის, სადაც მათგან მარმელადს ამზადებენ. დარჩენილი ნაყოფი კი ქალაქის ქუჩებში ყრია და ლპება.

„ეს ხეები ქალაქის სიმბოლოა და ბევრ ტურისტს იზიდავს. გაზაფხულზე სევილიაში ყველგან ფორთოხლის სურნელი იგრძნობა, თუმცა, როცა ხილი მიწაზე იყრება, მოქალაქეებს ბევრი პრობლემა ექმნებათ.“ – აცხადებს სევილიის საკრებულოს წარმომადგენელი დეივიდ გუევარა.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად ქალაქმა ინოვაციურ გზას მიმართა. სევილიურმა კომპანია „ემასესამ“ ახალი საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომლის მეშვეობით, ციტრუსიდან ელექტროენერგიის მიღება გახდა შესაძლებელი. ფორთოხლის შეგროვების შემდეგ ხილი გადააქვთ სპეციალურ დაწესებულებაში, რომელშიც ფორთოხლიდან ფერმენტ მეთანს გამოყოფენ.

„ძალიან მარტივი პროცესია – ფორთოხლის 50 პროცენტი წვენია. ამ წვენიდან გამოვყოფთ მეთანს, რომლიდანაც ენერგიის მიღება არის შესაძლებელი. ეს პროცესი არ საჭიროებს სხვა სახის დანამატებს, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა.“ – აცხადებს კომპანია “ემასემას” წარმომადგენელი ბენინიო ლოპესი.

კვლევების მიხედვით, ფორთოხლის ერთი ტონიდან 50-მდე კილოვატსაათი ენერგიის გამომუშავება არის შესაძლებელი. კომპანიის განცხადებით, სევილიის ფორთოხლებით  73 ათასი სახლი  მომარაგდება ელექტროენერგიით, ხილის კანითა და კურკებით კი ორგანული სასუქი მზადდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend