მთავარი ამერიკა აშშ ოსკარის ნომინაციებს შორის ევროპული ანიმაციური ფილმებიც მოხვდნენ

ოსკარის ნომინაციებს შორის ევროპული ანიმაციური ფილმებიც მოხვდნენ

ოსკარის საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაზე, ამერიკულ ფილმებთან ერთად, ევროპული ანიმაციებიც წარადგინეს. მათ შორისაა ბრიტანული და ირლანდიური ანიმაციური ფილმები „ფერმაგედონი“ და „ლეგენდა მგლებზე.“ მათი კონკურენტები „პიქსარის“, „დისნეის“ და „ნეთფლიქსის“ მიერ გადაღებული ანიმაციებია. გამარჯვებული ოსკარის დაჯილდოებაზე 25 აპრილს გამოცხადდება.

წლევანდელი ოსკარის დაჯილდოებაზე ორი ევროპული ანიმაციური ფილმია წარდგენილი – ბრიტანული კომედია „ფერმაგედონი“ და ირლანდიური „ლეგენდა მგლებზე.“


„ჩვენი ანიმაცია მთლიანად ხელითაა დახატული. ჩვენ გვაქვს შეგროვებული ქაღალდები, რომლებზეც არაჩვეულებრივი ფონია და ულამაზესი პერსონაჟები არიან დახატული. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენმა ნაშრომმა ასეთი მოწონება დაიმსახურა.“ – აცხადებს “ლეგენდა მგლების” არტ დირექტორი.

“ლეგენდა მგლებზე“ ტომ მურის „ირლანდიური ფოლკლორის ტრილოგიის“ ნაწილია. ახალი ანიმაციური ფილმი წარსული ნამუშევრებისგან სტილისტურად განსხვავდება.

„ყველაზე რთული ნაწილი ანიმაციის მომზადებაში მგლების პერსპექტივის ჩვენება იყო. წინა ფილმები დასურათებულ წიგნებს ჰგავდა. ახლა როცა მგლებთან ერთად ვმოგზაურობთ ტყეში, აუცილებელია, რომ გარემო სამგანზომილებიანი იყოს. ეს ადრე არ გაგვიკეთებია, ამ მხრივ ცვლილება გვაქვს“, – აცხადებს ანიმაციური ფილმის “ლეგენდა მგლებზე”-ს რეჟისორი ტომ მური.

“ფერმაგედონი“ აარდმანის სტუდიის ნამუშევარია. სტუდიამ უკვე ერთხელ აიღო ოსკარის ჯილდო ანიმაცია „ვოლესი და გრომიტისთვის“, რომელიც თიხის „სთოფ მოუშენის“ სტილში იყო გაკეთებული.

დაჯილდოებაზე ევროპული ანიმაციების კონკურენტები ამერიკული წარმოების ციფრული ანიმაციური ფილმებია. ნომინანტებს შორისაა „პიქსარის“, „დისნეის“ და „ნეთფლიქსის“ ანიმაციები. გამარჯვებული ოსკარის ცერემონიაზე 25 აპრილს დასახელდება.

უახლესი

სხვა ამბები

ოსკარიოსკარი