მთავარი გადაცემები კუბი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

აშშ-ის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი 2-3 თვეში დაუბრუნდება სოციალურ ქსელებს, თუმცა საკუთარი პლატფორმით. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ახალი პროექტი მთლიანად შეცვლის „თამაშის წესებს“.

მილერი აღნიშნავს, რომ ტრამპმა მრავალი ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენელთან გამართა მოლაპარაკება და ძალიან ბევრს სურს მასთან თანამშრომლობა.

იანვრის დასაწყისში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შტურმით შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში იმ დროს, როდესაც კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. შტურმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელიც.

 
მომხდარის გამო ფეისბუკის, ინსტაგრამისა და იუთუბის ხელმძღვანელობამ დონალდ ტრამპს ანგარიშები უფლებამოსილების ამოწურვამდე დაუბლოკა, ტვიტერის ადმინისტრაციამ კი სამუდამოდ გააუქმა მისი ანგარიში. ამ სოციალურ ქსელს ტრამპი ყველაზე ხშირად იყენებდა. მას დაახლოებით 90 მილიონი გამომწერი ჰყავდა. კომპანიაში აღნიშნავდნენ, რომ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული სტატუსები ექსტრემისტების პროვოცირებასა და ძალადობას უწყობდა ხელს.

კაპიტოლიუმის შტურმის გამო კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი მისი პრეზიდენტობის დროს მეორედ მოითხოვა. თებერვალში ზედა პალატამ ტრამპი გაამართლა.

უახლესი

სხვა ამბები