მთავარი ამბები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3803 თანამშრომელი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3803 თანამშრომელი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 მარტის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 5250 მუშაკი.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები