მთავარი საქართველო ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფეისბუკ გვერდზე წერს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, მისი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.

ნატალია საბანაძის ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ:

„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი, რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს.“

ნატალია საბანაძე თითქმის 8 წლის განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, როგორც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.  იგივე პერიოდის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს მისიას ევროკავშირთან.  ნატალია საბანაძე ამ პოზიციაზე 2013 წელს დაინიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend