მთავარიევროპაიტალიამუზეუმი საერთო საცხოვრებელში

მუზეუმი საერთო საცხოვრებელში

რამდენიმე ხელოვანმა იტალიის ქალაქ ტურინის საერთო საცხოვრებელში მუზეუმის მოწყობა გადაწყვიტა. მრავალბინიანი კორბუსის ეზო და დერეფნები ახალგაზრდა თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებით აივსო. იდეა ორ ახალგზარდა მხატვარს გაუჩნდა და მალევე მიიქციეს სხვა ევროპელი ხელოვანების ყურადღება.

ტურინის მრავალეთნიკურ, პოპულარულ უბანში, მრავალბინიანი კორპუსის საერთო ეზო და დერეფნები ტრადიციული სამხატვრო გალერეის მსგავსადაა გაფორმებული.

ეს ორი მხატვრის იდეაა. ისინი აქ ცხოვრობენ და თავიანთ თავს მეწამული კურდღლის შემგროვებლებს უწოდებენ. მათ გადაწყვიტეს, ახალი სული შთაებერათ იმ შენობისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული იყო.

„მე ყველა მოსახლესა და მფლობელს შევთავაზე, გამოეყენებინათ ამ შენობის საერთო ტერიტორია და  ახალგაზრდა მხატვრებისათვის მიეცათ უფლება, რომ მოეხატათ. ჩვენ ვიწვევთ მათ და ვთავაზობთ, ცოტა ხნით აქ იცხოვრონ და შენობის მუზეუმად გადაკეთებაში დაგვეხმარონ“, – ამბობს მხატვარი ბრაის კონოლიო.

 

„სულ რაღაც ერთი წელია, რაც ამ შენობაში ვცხოვრობ. როდესაც აქ ჩამოვედი, ბრისის ინიციატივით, შენობის გადაკეთების პროცესი უკვე დაწყებული იყო. სინამდვილეში ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ მოსვლა გადავწყვიტე. როდესაც ჩემს კარს ვაღებ ან კიბეებზე ავდივარ, ხელოვნების ნიმუშებს ვუყურებ.” – განაცხადა მდგმურმა, ლუისელა კარნელიმ.

თუ ადამიანები ვერ დადიან მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებში, ხელოვნებით რომ დატკბნენ, რატომ არ უნდა მივიდეს ხელოვნება მათთან, მათი სახლის შესასვლელთან? ამ კორპუსში მცხოვრებ ზოგიერთ მხატვარს მიაჩნია, რომ ეს შესანიშანავი იდეა იყო – ეს იყო ერთგვარი საშუალება, სიხარული მიენიჭებინათ იმ ადამიანებსითვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ და რომელთა ყოფა პანდემიის გამო აუტანელი გახდა.

განცხადების გამოქვეყნების  შემდეგ, გამოფენაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 400 – მდე მხატვარმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან რამდენიმე შეარჩიეს ექსპერტებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ შენობაში ცხოვრობდნენ.   “ლამაზი მეზობლების” გამოფენა გასულ ნოემბერში გამოცოცხლდა.

„იმ რთულ პერიოდში, როდესაც ყველა ჩვენგანი საკუთარ სახლში იყო შეკეტილი, გვინდოდა “ლამაზი მეზობლების” გამოფენა სიკეთის, სილამაზის და, შესაბამისად, ხელოვნების ადგილი ყოფილიყო “. – ამბობს ბრაის კონოლიო.

იტალიის ყველა სხვა მუზეუმი ონლაინრეჟიმში მუშაობს და ხალხს მხოლოდ დისტანციურად შეუძლია ნამუშევრების ნახვა.  ეს კი ერთადერთი ადგილია, რომელიც ევროპელი არტისტების შთაგონების წყაროდ იქცა და რომლის მონახულება პანდემიის დროსაც არის შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend