თბილისში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრის საშიშროება გაჩნდა. 16 მარტს დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. გუშინ დედაქალაქი მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები არიან ჩართულნი.