მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპის წამლის სააგენტო - ,,ასტრაზენეკა" "უსაფრთხო და ეფექტიანია", თუმცა გამოძიება გრძელდება

ევროპის წამლის სააგენტო – ,,ასტრაზენეკა” “უსაფრთხო და ეფექტიანია”, თუმცა გამოძიება გრძელდება

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ 18 მარტს ითქვა ექსპერტთა ჯგუფის რიგგარეშე კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკა”-ს ვაქცინის შედეგად ადამიანებში განვითარებული თრომბის ანალიზის შედეგად ჩვენი ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტები მივიდნენ სამეცნიერო დასკვნამდე, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა“,- განაცხადა ემერ კუკმა, ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ხელმძვანელმა.

ევროპის წამლის სააგენტოს ექსპერტები საბოლოოდ ვერ გამორიცხავენ თრომბის იშვიათ შემთხვევებთან ვაქცინის კავშირს, რის გამოც, ემერ კუკის თქმით, დაწყებულია დამატებითი გამოკვლევა ამ პრობლემის შესასწავლად.

თრომბის გაჩენის შემთხვევის გამო აცრები დროებით შეაჩერეს გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ასევე ნიდერლანდმა, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, ბულგარეთმა, და ევროპის გარეთ, ტაილანდმა. ამ მწარმოებლის ვაქცინის გარკვეული სერიით აცრა შეაჩერეს ბალტიის ქვეყნებმა და ავსტრიამ, ასევე ლუქსემბურგმა და რუმინეთმა.

 

უახლესი

სხვა ამბები