მთავარიკუბი„მწვანე საშვები“ - ევროკომისია მოგზაურობის გასამარტივებლად ციფრულ სერტიფიკატებს წარადგენს

„მწვანე საშვები“ – ევროკომისია მოგზაურობის გასამარტივებლად ციფრულ სერტიფიკატებს წარადგენს

ევროკომისიამ ციფრული მწვანე სერტიფიკატების დანერგვის წინადადება წარადგინა. „მწვანე საშვებმა“ კორონავირუსის პანდემიის დროს ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას უნდა შეუწყოს ხელი.

სერტიფიკატი კორონავირუსის ვაქცინაციის, ტესტის უარყოფითი პასუხის ან დაავადების გადატანის დამადასტურებელი მოწმობა იქნება. ის იარსებებს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ ფორმატში.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის სანაცვლოდ მოგზაურებს ქვეყანაში შესვლას უმარტივებენ, ვალდებულები იქნებიან, რომ „მწვანე საშვის“ წარდგენისას ანალოგიურად მოიქცნენ, თუმცა ეს ვალდებულება მათ მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინების სერტიფიკატის წარდგენის შემთხევაში აქვთ.

ევროკომისიამ განმარტა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინდივიდუალურად შეეძლებათ გადაწყვიტონ მათთვის მისაღებია თუ არა იმ ვაქცინის სერტიფიკატი, რომელიც ევროპის წამლის სააგენტოს არ დაუმტკიცებია.

„მწვანე სერტიფიკატების“ ძალაში შესვლამდე წინადადება ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend