მთავარიევროპაიტალიაიტალიაში ერთ დღეში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა

იტალიაში ერთ დღეში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა

16 მარტს იტალიაში 2021 წლის იანვარის შემდეგ კოვიდით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფომრაციით ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით 103 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია და ევროპაში დიდი ბრიტანეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

დაახლოებით 20, 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 3 მილიონ 200 ათასი ინფიცირებულია.
ქვეყნის ცხრა რეგიონი “წითელ ზონად” გამოცხადდა, მათ შორისაა რომი, სადაც კარანტინი 6 აპრილამდე გაგრძელდება.
ვაქცინების მიღების შეფერხებამ ქვეყანაში პრობლემები გაამწვავა, თუმცა უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარება ამ კუთხით გაუმჯობესდა.

იტალიაში ვაქცინის 7 მილიონ დოზაზე მეტია დარეგისტრირებული და ამ ეტაპზე 2 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend