მთავარიაზიაისრაელიისრაელში უძველესი ხელნაწერები აღმოაჩინეს

ისრაელში უძველესი ხელნაწერები აღმოაჩინეს

განსაკუთრებული არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ ისრაელმა მსოფლიოს  ცოტა ხნის წინ ამცნო. ხელნაწერების მოსაძებნად მკვლევრებს იუდეის უდაბნოში კლდის პირას მდებარე მღვიმის გათხრა მოუწიათ. გრაგნილების ტექსტები ბერძნულ ენაზეა შესრულებული, თუმცა სიტყვა „უფალი“ ებრაულად წერია.

ეს ხელნაწერი 2000-ზე მეტი წლისაა.

„ამ ფრაგმენტებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო რამ შევამჩნიეთ. იგი არ ჰგავს აქამდე აღმოჩენილ ებრაულ ნაწერებს. აქ მცირეოდენი ცვლილებაა. იგი, გარკვეულწილად, განსხვავდება აქამდე აღმოჩენილი ბერძნულიდან თარგმნილი გრაგნილებისაგან. თუმცა,  ნაწერი გვეხმარება, დავადგინოთ ბიბლიური ტექსტების კანონიზაცია“, – ამბობს პროფესორმა ჯო უზიელმა.

გამოქვაბულში არქეოლოგებმა ეს კალათაც აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ძველი კალათაა.

„ჩვენ ვუყურებთ კალათას, რომელიც დაახლოებით 10 500 წლისაა. იგი საკმაოდ დიდია, მას 90-დან 100 ლიტრამდე ტევადობა აქვს და თან ხელუხლებელია. რამდენადაც ვიცით,  რაც აქამდე აღმოგვიჩენია,მათ შორის ეს უძველესი და ყველაზე დიდი კალათაა“, – ამბობს არგეოლოგი ჩეიმ კოენი.

 

გათხრების შედეგად მეცნიერებმა კიდევ უამრავი ნივთი აღმოაჩინეს, რომლებიც ებრაელთა აჯანყების პერიოდს უკავშირდება. მათ შორისაა 6000 წლის მუმიფიცირებული ბავშვის ჩონჩხი.

ბოლო აღმოჩენების შემდეგ ისრაელი უფრო აქტიურად იწყებს იუდეის უდაბნოს კვლევას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend