მთავარიამერიკააშშოსკარზე ნომინირებული ფილმები

ოსკარზე ნომინირებული ფილმები

ოსკარის ცერემონიას ნომინირებული რეჟისორები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ოსკარის ნომინაციის მიღებამ მათ უდიდესი სიხარული მოუტანათ. პირველად ოსკარების ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია ორმა ქალმა მიიღო. იმავე კატეგორიაში არიან ნომინირებული ცნობილი რეჟისორები დეივიდ ფინჩერი და ტომას ვინტერბერგი.  ოსკარის ცერემონია 26 აპრილს გაიმართება.

ფილმი „მეტალის ხმა“ მოგვითხრობს დრამერზე, რომელსაც სმენის პრობლემები გაუჩნდება. ფილმმა ნომინაცია საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მიიღო. მასში მონაწილე მსახიობი პოლ რაცი კი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებაში არის ნომინირებული.

 
„ სავსე ვარ ემოციებით. ვარ უაღრესად მადლობელი. დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში და ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც მსგავსი შანსი მომეცა. ფილმში ნაჩვენებია ბევრი უნარშეზღუდული ადამიანი რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები არიან დამოკიდებულები ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე. ისინი არ არიან იდეალურნი, მათ აქვთ პრობლემები. ამ მხრივ ფილმებში ისინი იშვიათად არიან ნაჩვენები“, – აცხადებს მსახიობი პოლ რაცი.

საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიის ერთი-ერთი ნომინანტი ფილმია „ქუო ვადის, აიდა“, რომელიც 90-იანი წლებში მომხდარ ბოსნიის ომსა და ქალაქ სრებრენიცაში გამართულ ხოცვა-ჟლეტას შეეხება. ფილმის რეჟისორის ჯასმილა ზბანიჩის თქმით, აუცილებელია რომ მსოფლიომ ბალკანეთის უახლესი ისტორია იცოდეს.

„ეს ძალიან დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო კინოაკადემიას. ამ ფილმით ჩვენს შევეცადეთ გაგვეხსენებინა ხალხისთვის თუ რა მოხდა სრებრენიცაში. 1995 წელს ბოსნიელები გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს“, – აცხადებს რეჟისორი ჯასმილა ზბანიჩი.

ამავე კატეგორიაში ნომინირებულია ტუნისური ფილმი „ადამიანი, რომელმაც საკუთარი კანი გაყიდა“. ფილმი გვიყვება ლიბანში მცხოვრები სირიელი დევნილის შესახებ, რომლის კანსაც ტატუ არტისტი მოხატავს. მათი კი შემოქმედებით კოლექციონერები ინტერესდებიან.

„ჩვენთვის ეს ისტორიული მომენტია, რადგან ტუნისი ოსკარებზე არასოდეს ყოფილა წარდგენილი. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე წარმოვადგენ აფრიკასა და არაბულ ქვეყნებს. ტუნისელებს ახლა ძალიან სჭირდებათ კარგი ამბები“, – აცხადებს ფილმის რეჟისორი კატერ ბენ ჰანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend